კალინინგრადის რეგიონში სასწავლო ფრენის დროს Su-30-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთში, კალინინგრადის რეგიონში სასწავლო ფრენის დროს Su-30-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, 21 ოქტომბერს მოხდა.
ოფიციალური უწყების ცნობით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, ხოლო სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა მათი ევაკუირება შეძლო.
სასწავლო ფრენისას ჩამოვარდნილი გამანადგურებლის პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.