კალიფორნიის შტატში თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაჯდა
კალიფორნიის შტატში თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაჯდა

კალიფორნიის შტატში ვინტაჟური თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად მხოლოდ პილოტი დაშავდა.

ავარიულად დაშვების შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ადგილზე მყოფებმა პილოტის დროულად გამოყვანა მოახერხეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.