კალიფორნიის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება. თავდასხმა ქალაქ ლონგ-ბიჩში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

სიენენის“ ცნობით, 911-ზე სროლის შესახებ შეტყობინება ღამის საათებში შევიდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები მალევე მივიდნენ. მათ 9 დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ხუთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, სროლა ჰელოუვინის დღესასწაულის აღნიშვნის დროს, ერთ – ერთ წვეულებაზე მოხდა.

ეჭვმიტანილის შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი სამართალდამცველებმა და რამდენი ეჭვმიტანილი ფიგურირებს თავდასხმაში.