კალიფორნიის შტატის შეწყალების კომისიამ რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, 77 წლის სირჰან სირჰანის ვადამდე გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
კალიფორნიის შტატის შეწყალების კომისიამ რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, 77 წლის სირჰან სირჰანის ვადამდე გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

კალიფორნიის შტატის შეწყალების კომისიამ სენატორ რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, 77 წლის სირჰან სირჰანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. შეწყალების კომისიის გადაწყვეტიელბა არ ნიშნავს, რომ მსჯავრდებული ავტომატურად გათავისუფლება. საბოლოო გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსამმა უნდა მიიღოს.

„ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ის ახალგაზრდა იმპულსური ბავშვი, რომელიც ვიყავი, აღარ არსებობს“, – განუცხადა სირჰანმა კომისიის წევრებს.

სირჰან სირჰანმა ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით კომისიას უკვე მეთექვსმეტედ მიმართა. კომისიამ მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც მას მამის მკვლელის გათავისუფლების თხოვნით კენედის შვილებმაც მიმართეს.

„მე მჯერა, რომ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან მსოფლიოსთვის, უნდა გათავისუფლდეს“, – ციტირებს სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ დუგლას კენედის სიტყვებს.

1963 წელს მოკლული პრეზიდენტის ჯონ კენედის უმცროსი ძმა, რობერტ კენედი დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს. ის 1968 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.

წარმოშობით პალესტინელს, სირჰან სირჰანს 1969 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს.

დატოვე კომენტარი