კალიფორნიის ქალაქ სტოქტონში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა

10:34, 30.11.2025

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, კალიფორნიის ქალაქ სტოქტონში ერთ-ერთ ოჯახში გამართულ წვეულებაზე.

გავრცელებული ცნობით, სროლა ბავშვის დაბადების დღეზე მოხდა, სადაც ოჯახის ახლობლები იყვნენ შეკრებილი.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია, უცნობია თავდასხმის მოტივიც.

მსგავსი