კალიფორნიის პოლიციამ პალმდეილის საშუალო სკოლაში სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო

19:04, 11.05.2018

აშშ-ში, კალიფორნიის პოლიციამ პალმდეილის საშუალო სკოლაში სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო.

გავრცელებული ცნობით, სკოლის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი იმყოფება, რომელმაც ერთი ადამიანი დაჭრა.

თუმცა პოლიციის უფროსის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ამ ეტაპზე ვერც შეიარაღებული პირის და ვერც დაშავებულის აღმოჩენა ვერ შეძლეს.

სკოლის ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია საეჭვო პირს ეძებს.

მსგავსი