კალიფორნიაში ვერტმფრენი სახლს დაეცა – არის მსხვერპლი

04:22, 31.01.2018

სამხრეთ კალიფორნიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა და სახლს დაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დაახლოებით, ორ კილომეტრში მდებარე აეროპორტიდან აფრინდა.

რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მსგავსი