კალიფორნიაში ტყის ხანძრისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა
ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ-ერთი ოლქის შერიფის ინფორმაციით, კალიფორნიაში ტყის ხანძრისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. Associated Press-ი შერიფზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკარგულია 1011, ხოლო დაღუპული 70 ადამიანი. წინა მონაცემებით, დაკარგულად 631 პირი მიიჩნეოდა.
შერიფი მოუწოდებს მოსახლეობას, გაეცნონ დაკარგულთა სიას და თუკი იქ საკუთარ გვარს აღმოაჩენენ, პოლიციაში განაცხადონ, რომ უსაფრთხოდ იმყოფებიან.
სტიქია, რომელიც კალიფორნიას 8 სექტემბერს დაატყდა თავს, კვლავ მძვინვარებს. ხანძრის გამო, ამ დროისთვის, საფრთხის ქვეშ 57 ათასი სახლია. შტატის ხელისუფლების ვარაუდით, ხანძრის ჩაქრობა კიდევ სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდება.