კალიფორნიაში ტყის ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ხანძარი უკვე მიუახლოვდა იოსიმიტეს ეროვნულ პარკს.

მიმდებარე ტერიტორიებიდან ექვსი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა ათი სახლი.

ადგილზე 400 მეხანძრე და ოთხი ვერტმფრენია მობილიზებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, გასულ დღეს ხანძრის ნული პროცენტი იქნა კონტროლის ქვეშ აყვანილი. მათი ცნობით, სავარაუდოდ ხანძართან ბრძოლა მომავალ კვირასაც გაგრძელდება.