კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სი-ბი-ეს ნიუსის“ ცნობით, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო სტიქია კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს, რის გამოც უკანასკნელ 24 საათში ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონასთან ახლოს არსებულ დასახლებებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. ამის მიუხედავად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და შენობა მაინც დაიწვა.

ელექტროენერგიის მიწოდება საერთო ჯამში ლოს ანჯელესში, ვენტურაში, სან ბერნარდინოსა და კერნში 20 ათას აბონენტს შეუწყდა.

დატოვე კომენტარი