კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს
კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ენ-ბი-სი ნიუსის“ ინფორმაციით, ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებმა მიიღეს. მასშტაბურმა სტიქიამ აგუა დულსეს დასახლებაში რამდენიმე ნაგებობა და საცხოვრებელი სახლი გადაწვა. საფრთხის ქვეშ კიდევ 10 ათამდე ნაგებობა დგას.

კალიფორნიის სამხრეთში მდებარე ოლქებში კი მასშტაბური ცეცხლის გამო 180 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. იგივე საფრთხე ემუქრება კიდევ 308 ათას მომხმარებელს. მათ შორის არიან ლოს-ანჯელესი, სან-ბერნარდინო და ვენტურა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად 500-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. მათ ხანძრის გაუვნებელყოფაში ხელს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი უშლით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასშტაბური ცეცხლი თავდაპირველად რეგიონის მთიან ნაწილში გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.