კალიფორნიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
კალიფორნიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიის შტატის სამხრეთით ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. ცეცხლი 57 870 ჰექტარ ტყის მასივს უკიდია. ქარიანი ამინდის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას ასობით სახანძრო ეკიპაჟი და ცეცხლის საწინააღმდეგო ვერტმფრენები ცდილობენ.

ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. პოლიცია მხოლოდ ერთი პირის, 70 წლის ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

სტიქიის გამო სან დიეგოსა და ლოს ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ხანძრის კერებია, 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 ათას საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხანძარი საფრთხეს უქმნის შტატის ფლორასა და ფაუნას, მათ შორის იშვიათი ჯიშის ფრინველებსა და მცენარეებს.