კალიფორნიაში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, როდესაც საკუთარ სახლზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, ლოს-ანჯელესში რამდენიმე ათეული სახლი დაიწვა. ცეცხლმა უკვე 3 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. სტიქიის ზონაში მცხოვრები 100 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა.

სტიქიური უბედურების გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მასშტაბური ცეცხლის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საავტომობილო გზები გადაკეტა.

როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები იუწყებიან, ცეცხლის ქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

დატოვე კომენტარი