კალიფორნიაში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]

მსხვერპლი მოჰყვა ტყის ხანძარს ამერიკის შეერთებული შტატის ქალაქ რედინგში. ერთი მამაკაცი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულია.

უკვე რამდენიმე კვირაა კალიფორნიის შტატში ხანძარი მძვინვარებს, რომლის ლოკალიზებას მეხანძრეები ქარის გამო ვერ ახერხებენ.

შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქებიდან 90 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა ახლაც გრძელდება. კალიფორნიაში ხანძრის ორი კერაა – ჩრდილოეთით და სამხრეთით. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი სან დიეგოსკენ მიიწევს.

ცეცხლმა ასობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა გაანადგურა, კალიფორნიის ტყეში კი 11 ათასი ჰექტარია გადამწვარი.

ტყის ხანძარი მძვინვარებს უტას შტატშიც, სალთლეიქ სითიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე იოსემიტის ეროვნულ ნაკრძალში.