კალიფორნიაში ტყის ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, 6 300-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

10:15, 12.12.2024

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, 6 300-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ხანძარი მალიბუში, კალიფორნიის სანაპიროს მიმდებარედ სამი დღის წინ გაჩნდა და უკვე 4 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.

დაზიანებულია 15 საცხოვრებელი სახლი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.

ხანძრის შედეგად დაზარალდა დაახლოებით 22 000 ადამიანი, თუმცა დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი