კალიფორნიაში ტყის ხანძარმა მთიანი ზონის ქალაქი გრინვილი გაანადგურა

14:03, 06.08.2021

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა მთიანი ზონის ქალაქი გრინვილი გაანადგურა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ქალაქში და ქალაქის მახლობლად 100-ზე მეტი სახლი დაიწვა. ქალაქში ხანძარი ორი მხრიდან გაჩნდა.

პლეისერის და ნევადის ოლქებში 6 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად ელექტრო სადენებზე ხის დაცემა განიხილება.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მედიის ცნობით, ხანძარი 10 000-ზე მეტ სახლს და ნაგებობას ემუქრება. ხანძარმა ასევე მიაღწია გრინვილის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩესტერს.

მსგავსი