კალიფორნიაში ტყეში ხანძრების გამო მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს
კალიფორნიაში ტყეში ხანძრების გამო მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში ტყეში ხანძრების გამო მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძრის გამო ადამიანები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. იმ ადამიანების ზუსტი რიცხვი, ვისაც დახმარება ესაჭიროება, ჯერ უცნობია.

მათი ნაწილი წყალსაცავის ტერიტორიიდან ვერტმფრენებით უკვე გამოიყვანეს, მათ შორის 12 დაშავებულია. ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

ხანძარი კალიფორნიის ტყეში 4 სექტემბერს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო დიდ ტერიტორიას.

კალიფორნიის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.

მეტეოროლოგების თქმით, უახლოეს დღეებში კალიფორნაიში რეკორდული სიცხეა მოსალოდნელი, რაც ხანძრების რისკს ზრდის.