კალიფორნიაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებას გეგმავენ
კალიფორნიაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებას გეგმავენ

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებას გეგმავენ. „ენბისი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შტატის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს აპირებს.

პოლიტიკოსი შტატის მასშტაბით მყოფ ყველა სიკვდილმისჯილს სასჯელს შეუმსუბუქებს.

„ამ მჯერა, ცივილიზებული საზოგადოება საკუთარ თავს ლიდერად მიიჩნევდეს მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლება საკუთარი ხალხის დისკრიმინაციულ სასჯელს მხარს უჭერს,“ – აცხადებს კალიფორნიის შტატის გუბერნატორი.

გევინ ნიუსომმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ დაიკავა. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი პირობა სწორედ სასიკვდილო განაჩენის გაუქმება იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული კანონი 1970-იანი წლების შემდეგ მოქმედებს. მას შემდეგ სასიკვდილო განაჩენის აღსრულებით პირველ ადგილზე ტეხასის შტატია (560). რაც შეეხება კალიფორნიას, აღნიშნულ შტატში 1976 წლის შემდეგ მხოლოდ 13 სიკვდილმისჯილის განაჩენი აღსრულდა. აღნიშნული კანონი ქვეყნის მასშტაბით 30 შტატში მოქმედებს. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში, საერთო ჯამში 2738 სიკვდილმისჯილი იმყოფება. კალიფორნიაში კი სასიკდილო განაჩენი 737 მსჯავრდებულს აქვს გამოტანილი.