კალიფორნიაში, სამლოცველოსთან სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
კალიფორნიაში, სამლოცველოსთან სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

კალიფორნიის ქალაქ იუნიონ სითის ერთ-ერთ სამლოცველოსთან, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი ხუთშაბათს საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით სამი ადამიანი დახვდათ. კიდევ ერთი, ინციდენტის ადგილიდან მოშორებით აღმოაჩინეს. სწორედ მან გამოიძახა სამართალდამცველები. მეხუთე დაშავებულმა კი სამკურნალო დაწესებულებას დამოუკიდებლად მიაკითხა.

რა გახდა თავდასხმის მიზეზი ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია.

სამლოცველოში, რომელიც სასაფლაოს მიმდებარედ არის განთავსებული, ორი სხვადასხვა სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა.