კალიფორნიაში, საკვების ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

11:19, 29.07.2019

კალიფორნიაში, საკვების ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ გილროის პოლიციის უფროსის, სკოტ სმითის განცხადებით, დაღუპულთა შორის არის სავარაუდო თავდამსხმელიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება 15-მა ადამიანმა მიიღო.

1979 წელს დაარსებულ ფესტივალზე საკვებისა და სასმელის გამოფენა იმართება და მონაწილეები ერთმანეთს საკვების მომზადებაში ეჯიბრებიან. გილროის ფესტივალი მსოფლიოს უდიდეს, ზაფხულის საკვების ფესტივალადაა აღიარებული.

მსგავსი