კალიფორნიაში მკვლელობის შემდეგ, კომპანია „ეარბიენბი“ წვეულებისთვის სახლის გაქირავების ფუნქციას აუქმებს

00:18, 04.11.2019

კალიფორნიაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, კომპანია „ეარბიენბი“ (Airbnb) წვეულებისთვის სახლის გაქირავების ფუნქციას აუქმებს.

31 ოქტომბერს სან ფრანცისკოში, ქალაქ ორინდაში გაქირავებულ ერთ-ერთ სახლში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი 30 წლამდე ახალგაზრდებმა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნად იქირავეს. მოგვიანებით პოლიციამ სახლში ორი იარაღი იპოვა.

მსგავსი