კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

11:12, 04.05.2025

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად პილოტი და მგზავრი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ვენტურას ოლქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.

რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი