კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიას ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათი ბებია, ასევე სამი მეხანძრე ემსხვერპლა.

შტატის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ათასობით მეხანძრის განთავსების მიუხედავად, ხანძარი ძლიერდება. ცეცხლის კერებს ცვალებადი ქარი და მშრალი ამინდი აძლიერებს.

ხანძარი 200 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. ცეცხლმა 500-მდე ნაგებობა გაანადგურა.

კალიფორნიის გუბერნატორმა ოთხ ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მხოლოდ შასტას ოლქში 38 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

შტატის მასშტაბით ხანძარს 12 000 მეხანძრე ებრძვის.