კალიფორნიაში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის შტატში მეორე კვირაა, მეხანძრეები ხანძრის სრულად ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ცეცხლის ქრობაში 10 000-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარს უკვე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა.

ხანძრების გამო საჭირო გახდა ათიათასობით ადამიანია ევაკუაცია.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუოსმის ინფორმაციით, შტატში ამჟამად ცეცხლის 560 კერაა.