კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. შტატში არსებული ხანძრის სამი ძლიერი კერის გამო, საცხოვრებლის დატოვება 250 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.

ქარის გაძლიერება ხანძრის გავრცელების საშიშროებას ქმნის და კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, შტატში კატასტროფული მდგომარეობა გამოაცხადოს.

კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 200-მდე ადამიანზე ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის შედეგად 44 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.