კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, კიდევ 14 გარდაცვლილის ცხედარი ქალაქ პარსდაისში აღმოაჩინეს, ორი მოქალაქე კი ხანძარს მალიბუში ემსხვერპლა.

სტიქიის გამო სახლების მიტოვება 250 000 ადამიანს მოუწია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, მსხვერპლთა რიცხვის ზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება.

ხანძარი ამჟამად 28 000 ჰექტარ ტერიტორიაზეა მოდებული. მეტეოროლოგების პროგნოზი არადამაიმედებელია. მეხანძრეები ამბობენ, რომ ცეცხლის კერების ლოკალიზებას მინიმუმ სამი კვირა დასჭირდება.