კალიფორნიაში ხანძრის გამო, 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება
კალიფორნიაში ხანძრის გამო, 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება

კალიფორნიაში ხანძრის გამო, 100 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, შტატში ორი ძლიერი ხანძრის კერაა, ხოლო მეტეოროლოგიური პირობები ცეცხლის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.

საერთო ჯამში ხანძარი 35 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზეა მოდებული. ცეცხლის ჩაქრობას 700 მეხანძრე ცდილობს. მათგან ორმა სხვადახვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

მშრალი ჰავის გამო, კალიფორნიის ტყეში ხანძრები ძირითადად ოქტომბერ-ნოემბერში ჩნდება. წელს ხანძრების შედეგად შტატში 16,6 ათასი კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი დაიწვა. განადგურდა 10 000-ზე მეტი სახლი. დაიღუპა 31 ადამიანი.