კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობას 600-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს
კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობას 600-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს

კალიფორნიაში ხანძარია, რომლის ჩაქრობას 600-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 5 სექტემბერს გაჩნდა და 2 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხანძრის კერა ქალაქ რედინგთან ახლოს გაჩნდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი ასევე მიუახლოვდა მექსიკისა და კანადის მიმართულებით მიმავალ გზატკეცილს. მაშველებმა გზიდან რამდენიმე ავტომობილის გაყვანა შეძლეს. ერთ-ერთი მძღოლი დაშავდა.

მედია იუწყება, რომ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო იმ დასახლებებიდან, რომელსაც ცეცხლი სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა. რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.