კალიფორნიაში ხანძარს კიდევ ერთი მეხანძრე ემსხვერპლა
კალიფორნიაში ხანძარს კიდევ ერთი მეხანძრე ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად, ექვსი მეხანძრე-მაშველი და რვა მოქალაქე დაიღუპა.

კალიფორნიაში ამ დრომდე ხანძრის ასამდე კერა მძვინვარებს. ცეცხლი სან-დიეგოს ცნობილ ზოოპარკს უახლოვდება.

გადაკეტილია ზოოპარკამდე მისასვლელი მთავარი ავტომაგისტრალი.

ხანძრის გამო ჩრდილოეთ კალიფორნიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 30 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 149 ავსტრალიელი და ახალზელანდიელი მეხანძრე. ცეცხლი 648 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.