კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შემდეგ ახალი სტიქიის საფრთხე არსებობს
კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შემდეგ ახალი სტიქიის საფრთხე არსებობს

კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შემდეგ ახალი სტიქიის საფრთხე არსებობს. შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმა მოვიდა, რაც მძვინვარე ხანძრის ჩაქრობას უწყობს ხელს. თუმცა, დიდი ნალექის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობის რისკებზე გაცხადებას ავრცელებს.

მთავრობა მოსახლეობას ახალ სტიქიასთან შესაძლო ბრძოლისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს. ძლიერი წვიმის შედეგად, შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვეს, რადგან ტყის მასივზე გაჩენილმა ხანძარმა ათასობით ხე გადაწვა.

კალიფორნიის შტატში ტყის მასივს ცეცხლი უკვე რამდენიმე კვირაა უკიდია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ძლიერმა სტიქიამ 83 ადამიანი შეიწირა.