კალიფორნიაში, ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

11:44, 23.11.2020

კალიფორნიაში, ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ინციდენტი ქალაქ სან-ხოსეში მოხდა. როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დანით თავდასხმა. რამდენიმე ადამიანი დაჭრილია. ზოგიერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, – ნათქვამია სან-ხოსეს პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მსგავსი