კალიფორნიაში სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის ორი მამაკაცი დააკავეს
კალიფორნიაში სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის ორი მამაკაცი დააკავეს

კალიფორნიაში არეულობის დროს სამართალდამცველებისთვის, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის ორი მამაკაცი დააკავეს.

როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ პროკურორმა ბილ ესეილიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ორივე ინციდენტი 7 ივნისს ლოს ანჯელესის ცენტრში და პარამაუნტში მოხდა.

პროკურორის განცხადებით, ხელისუფლება ეძებს ასობით ადამიანს, რომლებმაც ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს, შესაძლოა, ძალადობა ჩაიდინეს. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები აგროვებენ ვიდეო და ფოტომასალას, რათა გამოავლინონ დანაშაულის ჩამდენი პირები.

„ჩვენ ვიპოვით ყველა ამ ადამიანს. პირდაპირ ვიტყვით, ეს დასაწყისია. ეს დასასრული არაა“, – განაცხადა პროკურორმა პრესკონფერენციაზე.

კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის რეიდების წინააღმდეგ დემონსტრაციები 6 ივნისიდან მიმდინარეობს. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული კვირის ბოლოს ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის დანაყოფების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 10 ივნისს ლოს ანჯელესის ცენტრალურ რაიონში, ქალაქის იმ ადგილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ დემონსტრაცია მიმდინარეობს, კომენდანტის საათი გამოცხადდა.