კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი. სტიქიის ზონაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მიწისძვრამ გაზსადენები დააზიანა, რამაც ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია.

„როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრას განმეორებით შედარებით სუსტი 80 ბიძგი მოჰყვა.