„კალჩომერკატო“ - ოსიმენი „ნაპოლიდან“ მიდის, მის შემცვლელად ზირკზეს განიხილავენ #1TVSPORT
მომავალი სეზონის დაწყებამდე „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზარზე ვიქტორ ოსიმენის ღირსეული შემცვლელის პოვნა მოუწევს, კანდიდატები უკვე ცნობილია – ინფორმაციას გამოცემა „კალჩომერკატო“ ავრცელებს.
„მომავალ სეზონში „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენის გარეშე მოუწევს თამაში – დიდი ალბათობით, ნიგერიელი ზაფხულში გუნდს დატოვებს, საინტერესოა, ვინ შეცვლის მას?
„ნაპოლიში“ იციან, რომ ოსმინესის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ადვილი არ იქნება. ამასთან, კლუბს ფინანსურადაც არ აქვს დიდი შესაძლებლობები – ახალი ტრანსფერისთვის 40 ან 50 მილიონი ევრო გამოიყოფა.
ნეაპოლელებს რამდენიმე კანდიდატი შერჩეული ჰყავთ. კლუბმა დაიწყო მოლაპარაკება ფრანგულ „ლილთან“ ჯონათან დავიდის შესახებ, რომლის ტრანსფერიც 40 მილიონი ევრო ღირს. ასევე, ძალიან საინტერესოა „ფეიენორდის“ ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი, მაგრამ „ნაპოლის“ ყველაზე სასურველი სამიზნე ნიდერლანდელი ჯოშუა ზირკზეა, რომელმაც „ბოლონიაში“ თამაშით მიიქცია ყურადღება და მის შესაძენად ზაფხულში ბევრი ევროპული კლუბი იბრძოლებს“, – წერს Calciomercato.