კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - თუ დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდა, სპორტულ სამყაროში დაბრუნება ვეღარ უნდა შეძლონ
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - თუ დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდა, სპორტულ სამყაროში დაბრუნება ვეღარ უნდა შეძლონ

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდა, მათ სპორტულ სამყაროში დაბრუნება ვეღარ უნდა შეძლონ.

„ძალიან ცუდი ფაქტია, თუ ეს ამბავი დადასტურდება, არ მინდა უდანაშაულობის პრეზუფმცია დავარღვიო, მაგრამ დადასტურების შემთვევაში, ასეთი ადამიანები სპორტული სამყაროდან საერთოდ მოკვეთილი უნდა იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი” – აცხადებს პაატა გურასპაული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს.