კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „მურსიასთან“ მატჩში „ბარსელონას“ 21 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „მურსიასთან“ მატჩში „ბარსელონას“ 21 ქულა შესძინა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „მურსიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 78:81 დამარცხდა.

საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე თორნიკემ განზრახ ჯარიმა აიღო, რათა მის გუნდს ბოლო ბოლო შეტევის უფლება მოეპოვებინა. სწორედ ამ დროს მან ფეხის ტრავმა მიიღო და მოედნიდან თანაგუნდელების დახმარებით გავიდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. მანამდე კი შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო: 25 წუთი, 21 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 11-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი.

„ბარსელონას“ 2 მოგება, 3 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა.