კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „ხირონასთან“ მატჩში 6 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „ხირონასთან“ მატჩში 6 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ხირონას“ ესტუმრა. შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, პირველი მეოთხედი 30:18 მოიგეს, რის შემდეგაც კარგად გააკონტროლეს თამაში და საბოლოოდ 96:78 გაიმარჯვეს.

შენგელიამ 15 წუთი ითამაშა. მან 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

მატჩის ბომბარდირობა ბარსელონელმა ვილი ერნანგომესმა და ხირონელმა ბასკეტსმა გაიყვეს – მათ 18-18 ქულა ჩააგდეს.