კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ 14 ქულა მოაგროვა - „ბარსელონამ“ „გრან კანარია“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ 14 ქულა მოაგროვა - „ბარსელონამ“ „გრან კანარია“ დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „გრან კანარია“ სტუმრად დაამარცხა – 72:61.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე ბარსელონელებმა გამოიჩინეს, რომლებსაც თორნიკე შენგელია გაუძღვათ. ქართველმა ფორვარდმა 27 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ასევე 14 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ნიკოლა ლაპროვიტოლას, რომელმაც 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

4-4 მოგება-წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ევროლიგაზე, „ლიონთან“ 26 ნოემბერს გამართავს. 27-ში კი საქართველოს ნაკრები უკრაინას ეთამაშება. როგორც ესპანური პრესა იტყობინება, თორნიკე შენგელია კლუბის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ საქართველოში ჩამოვა.