კალათბურთი | თბილისში დასრულდა „ორბისა“ და „ხუვენტუდის“ ერთობლივი კემპი #1TVSPORT

14:02, 17.07.2026

თბილისში დასრულდა „ორბისა“ და „ხუვენტუდის“ საკალათბურთო კემპი, რომელშიც მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობდნენ.

კემპი მეტად დატვირთული გამოდგა, ხუთი დღის განმავლობაში ქართველი ახალგაზრდები დღეში ექვსი საათის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტების მითითებებით ვარჯიშობდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ თითოეულ კალათბურთელს გადაეცა შეფასების ფურცელი, რომელზეც მითითებულია მათი პლუს-მინუსები და კომპონენტები, რომლებზეც უნდა იმუშაონ სამომავლოდ.

„კემპმა წარმატებით ჩაიარა, კმაყოფილები დარჩნენ როგორც ბავშვები და მშობლები, ასევე „ხუვენტუდის“ მწვრთნელები. მათ რამდენიმე გვარი მოინიშნეს და უახლოეს დღეებში გარიკვევა, ვის წაიყვანენ ესპანეთში“, – გვითხრა „ორბის“ პრეზიდენტმა, თორნიკე გიორგაძემ.

მსგავსი