კალათბურთი | შერმადინისა და შენგელიას დაბრუნება ესპანეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
კალათბურთი | შერმადინისა და შენგელიას დაბრუნება ესპანეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩები გამართეს გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას გუნდებმა. წინა ტურში ქართველებს არ უთამაშიათ, ამჯერად კი ორივე ჩვენიანი კლუბს დაუბრუნდა, თუმცა სათამაშო დრო სეზონის საშუალოზე დაბალი ჰქონდათ.

შენგელიამ „რეალთან“ „ბარსელონას“ მაისურით 15 წუთი ითამაშა, მატჩი 2 ქულითა და 3 პასით დაასრულა. თამაშის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 36:15 მოიგეს. საფინალო ანგარიში კი 95:76 იყო „რეალის“ სასარგებლოდ.

მალაგაში „უნიკახა“ დაამარცხა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ – 95:70. ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 19 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი გახდა გუნდის ახალწვეული, NBA-მოვლილი პატი მილსი – 24 ქულა.

„ტენერიფეს“ 23 ტურის შემდეგ 14 მოგება აქვს და მერვე ადგილზეა. „ბარსელონა“ 15 მოგებით მეოთხე-მეშვიდე პოზიციებს სამ გუნდთან ერთად იყოფს.