კალათბურთი | სათადარიგოდან დავიწყებ თუ სასტარტოდან, სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ #1TVSPORT
კალათბურთი | სათადარიგოდან დავიწყებ თუ სასტარტოდან, სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ბოსტონ სელტიკსთან“ 96:112 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა სეზონის რეკორდი დაამყარა – 24 ქულა ჩააგდო. იგი განსაკუთრებით შედეგიანი იყო პერიმეტრიდან – 9-დან 6 სამქულიანი.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტორონტოელთაგან სწორედ მამუკელაშვილი წარდგა:

„შეხვედრის მსვლელობისას გვქონდა კარგი ეპიზოდებიც, თუმცა მეტოქემ ფარქვეშ გვაჯობა („ბოსტონს“ 55 მოხსნა ჰქონდა, „ტორონტოს – 39). განვიხილავთ ვიდეოს, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და, დარწუმუნებული ვარ, თამაშს გავაუმჯობესებთ“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მზად იყო სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ, მამუმ უპასუხა:

„ყოველთვის მზად ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, სათადარიგო ვიქნები თუ ხუთეულში დავიწყებ, ყოველ მატჩს მაქსიმალურად მობილიზებული ვხვდები. ნებისმიერი კალათბურთელი უნდა იყოს მზად გადამწყვეტ მომენტში მაღალ დონეზე სათამაშოდ და გასამარჯვებლად“.