კალათბურთი | საქართველოსთან მატჩამდე ესპანეთის ნაკრებმა დანია დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოსთან მატჩამდე ესპანეთის ნაკრებმა დანია დაამარცხა #1TVSPORT

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთის ნაკრებმა დანია 74:64 დაამარცხა.

ესპანელთა შემადგენლობაში შეხვედრაში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო, რომელმაც მატჩი 15 ქულით დაასრულა, გრით ოსბორნის ანგარიშზე 12 ქულა იყო, ხოლო საკუთარ გუნდს სანტიაგო იუსტამ 10 ქულა შესძინა. დანიელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 20 ქულა ტობიას იენსენმა ჩააგდო.

შედეგად, A ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ უკრაინის ნაკრები, რომელმაც სტუმრად საქართველოს სძლია, პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციას ესპანეთი იკავებს. ჯგუფიდან მეორე ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთს ტენერიფეში დაუპირისპირდება. მატჩი 30 ნოემბერს, 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.