კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა სოლიდარობის თასზე მონტენეგრო დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა სოლიდარობის თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. შეჯიბრება ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე გაიმართა. ჩვენმა გუნდმა სამი მატჩი გამართა. ჯერ მონტენეგროს აჯობა, შემდეგ ჩინეთთან დამარცხდა, ახლა კი კვლავ მონტენეგროს დაუპირისპირდა და ისევ დაამარცხა – 69:63.
მეოთხე პერიოდის წინ მონტენეგრო 56:52-ს იგებდა, გადამწყვეტ რაუნდში ქართველებმა 17:7 იმარჯვეს და ტურნირი ორი გამარჯვებით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრების განაცხადში მყოფმა ყველა კალათბურთელმა ითამაშა და მოედანი უქულოდ არავის დაუტოვებია. 12 ქულით ჩვენი გუნდის ბომბარდირი ლევან გოგიჩაიშვილი გახდა. 11 ქულა ჰქონდა ნიკა გაფრინდაშვილს, 7 ქულა – რომა ჭინჭარაულს.
მონტენეგროს ნაკრებს 18 ქულით ალიოშა დრაშკოვიჩმა ულიდერა.
