კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა ჰაინანის ტურნირზე მეორე მატჩი ჩინეთთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი ჩინეთთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 63:74 დამარცხდა.
ეს იყო ჩვენი ნაკრების მეორე მატჩი კუნძულ ჰაინანზე. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მარკო ესპოზიტოს გაწვრთნილმა გუნდმა მონტენეგროსთან გამართა და 76:63 გაიმარჯვა.
27 ივლისს საქართველოს ნაკრები ჰაინანის ტურნირზე მესამე დასკვნით შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე მონტენეგრო იქნება.