კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, სოლიდარობის თასზე მონტენეგრო დაამარცხა #1TVSPORT

16:08, 24.07.2026

ჩინეთის ქალაქ ჰაიკოუში დაიწყო საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრება – სოლიდარობის თასი. მასში საქართველოს კანდიდატთა ნაკრებიც მონაწილეობს, რომელსაც მარკო ესპოზიტო წვრთნის.

პირველ მატჩში ჩვენი გუნდი მონტენეგროს დაუპირისპირდა და ტურნირი გამარჯვებით გახსნა – 76:63.

შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრებაში საქართველოს კანდიდატთა ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს – ეთამაშება მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) და ისევ მონტენეგროს (27 ივლისს).

მსგავსი