კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში მეოცე ადგილზეა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის აგვისტოს ფანჯრის შემდეგ ფიბა-მ საკალათბურთო ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამ მატჩებში მონტენეგრო და პორტუგალია დაამარცხა, 33.9 ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მეოცე ადგილზეა. „ჯვაროსნებს“ ჯამში 614.7 ქულა აქვთ.
პირველ ადგილზეა აშშ (952.3), მეორეზე – გერმანია (877.4), მესამეზე – საფრანგეთი (870.6), მეოთხეზე – სერბეთი (870.6), მეხუთეზე – კანადა (863.0).
ჩვენი ჯგუფიდან საუკეთესო მაჩვენებელი ესპანეთს აქვს. ის რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.