კალათბურთი | საქართველოს ნაკრები დანიაში პირველი ტაიმის შემდეგ შვიდი ქულის სხვაობით იგებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს დანიასთან სტუმრად მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 39:32-ს იგებს.
პირველი მეოთხედი დაბალშედეგიანი იყო – 12:12. მეორეში ჩვენმა გუნდმა მცირე უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე შვიდბურთიანი უპირატესობით გავიდა.
საინტერესოა, რომ 39-დან 30 ქულა ორი კალათბურთელის ანგარიშზეა: თორნიკე შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, მარკის რიდმა – 12.