კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ეგვიპტესთან დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ეგვიპტესთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ეგვიპტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

თამაში ჩვენი მეტოქეების უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგშიც აისახა და ეგვიპტის ნაკრებმა 81:76 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სლოვენიის, კაბო ვერდესა და ვენესუელის ჯგუფში მოხვდა. ყველა ამ მატჩს იაპონიის კუნძული ოკინავა უმასპინძლებს.