კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

18:09, 15.07.2026

B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა – 92:81.

ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო, საქართველო ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა, მეოთხეს თუ მეხუთეს. საქმე ის არის, რომ ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამი გუნდი – შვეიცარია, ესტონეთი და საქართველო მოგებების თანაბარ რაოდენობას დააგროვებდა. ნაკრებები ცხრილში ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-ჩაგდებული ქულებით გაინაწილებდნენ ადგილებს.

საბოლოოდ სამივეს თითო მოგება მოუგროვდა, შვეიცარიას ქულების შეფარდება +9 ჰქონდა, საქართველოს -2, ხოლო ესტონეთს -7. შესაბამისად, მესამეზე შვეიცარია გავიდა, მეოთხეზე – საქართველო, მეხუთეზე – ესტონეთი.

ქართველები ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის განაგრძობენ. უახლოეს მატჩს 17 ივლისს A ჯგუფის მესამეადგილოსანთან (ჯერ არ გარკვეულა) გამართავენ.

რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს, 25 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ამირან აროშიძე იყო, 17 – გოგიტა ბუკიას, 14 კი – ლუკა კოტლიარევსკის ანგარიშზეა.

მსგავსი