კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონი უკრაინასთან მატჩით გახსნა #1TVSPORT

00:52, 11.07.2026

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 64:77 დამარცხდა.

უკრაინელებმა პირველი მეოთხედი 21:14 მოიგეს, რის შემდეგაც მატჩი იმდენად სტაბილურად ჩაატარეს, რომ ქართველებისთვის გადასწრების უფლება არ მიუციათ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ცენტრი დესმონდ იამუ იყო, რომელმაც 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრებში 16 ქულა კოტლიარევსკის ჰქონდა, 11 ქულა – ჭირაქაძეს, 10 ქულა – დოხნაძეს, 10 ქულა და 11 მოხსნა – აროშიძეს.

ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 11 ივლისს გამართავს შვეიცარიასთან, რომელმაც პირველ ტურში ლუქსემბურგთან ვერაფერი გააწყო – 64:69.

მსგავსი